საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე რეპორტინგის დეპარტამენტში.
სამუშაო დრო: 9:30-დან 18:30-მდე
ანაზღაურება: 2000 ლარი (საქართველოში მოქმედი გადასახადების ჩათვლით)
ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი, ჯანმრთელობის დაზღვევა
სავალდებულო მოთხოვნები:
- ბაკალავრი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში ან აუდიტორულ კომპანიაში;
ძირითადი მოვალეობები:
- ფინანსური ანგარიშგებების მომზადების პროცესში ჩართულობა;
- ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) და სააღრიცხვო პოლიტიკასთან შესაბამისობის ანალიზი
- ფინანსური აუდიტის პროცესში აუდიტორებთან თანამშრომლობა, ფინანსური რეპორტინგის გუნდის სამუშაო პროცესში ჩართულობა;
- სპეციფიკური ტიპის ანგარიშგებების მომზადება;
ცოდნა და უნარები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Outlook, MS Excel, MS Word);
- ბუღალტერია (ACCA-ის პირველი დონის წიგნების ქონა ჩაითლება უპირატესობად);
- ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება (1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- ინგლისური ენის ცოდნა
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზვანოთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ „უმცროსი სპეციალისტი“.
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.