რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 08:30-17:00;
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი.
ძირითადი მოვალეობები:
- საკომისიო გაყიდვების პროექტის ფარგლებში, მიღებული ავტომობილების ვიზუალური დათვალიერება და შემოწმება;
- ავტომობილების რეალიზაციის არხების მოძიება და არსებული არხების სტიმულირება;
- მომხმარებლების დახვედრა, საჭიროებების განსაზღვრა და დახმარება საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში;
- ავტომობილების მიღებასთან და გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში;
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office პროგრამების ცოდნა.
უნარები და პიროვნული თვისებები:
- მაღალი მოტივაცია და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ:
https://autopapa.ge/ge/page/about
https://m.facebook.com/autopapa.ge/
მოგვწერეთ: hr@autopapa.com
დაგვიკავშირდით: +995 591512644 ნათია.
რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!