პურ-ფუნთუშეულის საწარმო "იფქლი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა, მინ. B1;
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
თანამდებობრივი მოვალეობები:
- ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურისთვის მიცემული დავალებების სისტემატიზაცია, დავალებების აღრიცხვა და მათი შესრულების ხარისხის და ვადების კონტროლი;
- ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შესრულებული დავალებების აღრიცხვა განსაზღვრული ფორმით, რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
- შრომის უსაფრთხოების კუთხით მომსახურე კომპანიის მიერ მოცემული მითითებების შესრულების კონტროლი და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან კომუნიკაცია შესრულებული/შესასრულებელი სამუშაოების შესახებ;
- სხვადასხვა დავალებების შესრულება ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
დასვენების დღეები: შაბათ-კვირა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: info@ipkli.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება