შემოსავლების აუდიტი/დებიტორული დავალიანების კონტროლიორი

ბათუმი სრული განაკვეთი Steps Batumi Hotel & Suites
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: აუდიტი
"Steps Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება. მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, თანამედროვე ბიზნეს ცენტრს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ბოტანიკურ ბაღს, რესტორნებსა და ბარებს.
Steps Batumi ასევე გამოირჩევა გამოცდილი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით, რომლებიც სტუმრებისთვის შეუდარებელი გამოცდილების შესაქმნელად, იზრუნებენ განსაკუთრებული სერვისების მიწოდებაზე. ჩვენთან საინტერესო შესაძლებლობები გელით! თუ იზიარებთ ჩვენს ენთუზიაზმს, შევქმნათ არაჩვეულებრივი გარემო სტუმრებისათვის, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

ჩვენ ერთად შეგვიძლია გადავაჭარბოთ მოლოდინს და შევქმნათ მუდმივი მოგონებები ჩვენი ძვირფასი სტუმრებისთვის

ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო "STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას შემოსავლების აუდიტი/დებიტორული დავალიანების კონტროლიორის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიური შემოსავლების კონტროლი;
  • ფრონტ ოფისის, რესტორნის და სპა განყოფილებების ტრანზაქციების სიზუსტის კონტროლი;
  • საოპერაციო სისტემაში ასახული საბარათე ტრანზაქციების შედარება, საბანკო ანგარიშზე ასახულ ოპერაციებთან;
  • ნაღდი ფულის ბრუნვის კონტროლი;
  • სარესტორნო ტრანზაქციების შესაბამისობის შედარება საოპერაციო სისტემასთან
  • სპა ტრანზაქციების შესაბამისობის შედარება საოპერაციო სისტემასთან;
  • ნაღდი ფულის მოულოდნელი შემოწმებების დაგეგმვა და განხორციელება სასტუმროს ყველა ნაღდ ფულთან მომუშავე თანამშრომელთან;
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი და შესაბამისი ოპერაციების გატარება სისტემის / AR მოდულში;
  • დავალიანებების ხანდაზმულობის კონტროლი და ხელშეკრულებასთან შესაბამისობის შედარება;
  • დაირექთ ბილინგის და A/R მოდულის კონტროლი;

სავალდებულო მოთხოვნები:
  • სასტუმროში, იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
  • ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • უპირატესობად ჩაითვლება, სისტემა ელექტრა ვებში მუშაობის გამოცდილება;

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge 
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 04 მაისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.