გიდი

საგარეჯო სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ტურიზმი/გართობის სექტორი: გიდი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“
აცხადებს ვაკანსიას გიდის პოზიციაზე.
მდებარეობა: პატარძეული
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • ინგლისური და რუსული ენის ცონდა (სავალდებულოა);

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სტუმრების თავაზიანი დახვედრა და მათი გამასპინძლება
  • სტუმრებისთვის კომპანიის წარდგენა, პროდუქციის გაცნობა და შემდეგ შეთავაზება, კომპანიის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუმრებთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • თემატური ინფორმაციის ტურისტებისთვის მიწოდება;
  • დეგუსტაციის მსვლელობის დროს სტუმრებისთვის სათანადო ყურადღების მიქცევა და ყველა დასმულ შეკითხვაზე შესაბამისი პასუხის გაცემა;
  • უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
  • აქტიური;
  • ორგანიზებული;
  • ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარის მქონე;
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) , ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „გიდი“.

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2024 წლის 03 მაისი ჩათვლით. შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!