შეფ დე პარტი

თბილისი სრული განაკვეთი Cheese Farm
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული
რესტორანი Cheese farm აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • ყველა შეკვეთის შესრულება, რეცეპტების შესაბამისად და მინიმალური დანაკარგით;
  • შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების შესრულება;
  • ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
  • ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
  • სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
  • სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;

საჭირო უნარები:
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ბენეფიტები
  • ტრანსპორტირება ღამის საათებში;
  • დაზღვევა;
  • კვება; 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება infocheesefarm@gmail.com
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "cheese farm" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია . პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.