იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი OPPA
განათლება: ბაკალავრი
იურიდიული: იურისტი

სს "ოპპა"  აცხადებს ვაკანსიას  იურისტის  პოზიციაზე. 

 

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

პოზიციის მიზანია, კომპანიის იურიდიული მხარდაჭერა და სამართლებრივი საქმიანობის უზრუნველყოფა.


რას გააკეთებ:

  • ჩართული იქნები კომპანიის ყოველდღიური საქმიანობისათვის ხელშეკრულებების შედგენაში, აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციაში, ხელშეკრულების მხარესთან მოლაპარაკების პროცესში და კომპანიის ინტერესების დაცვაში;
  • მონაწილეობას მიიღებ  კომპანიის საპროცესო წარმომადგენლობაში, საპროცესო დოკუმენტაციის შედგენსა და შესაბამისი პროცედურების წარმოებაში;
  • მოამზადებ წერილებს, ბრძანებებსა და სხვა ტიპის დოკუმენტაციას;
  • უზრუნველყოფ საკანონმდებლო სიახლეების კონტროლს და მათი კომპანიისათვის გაცნობას, დანერგვის პროცესში მხარდაჭერას;
  • კონსულტაციას გაუწევ თანამშრომლებს,კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;
  • შენს ფუნქცია-მოვალეობაში შევა მოშრომით-სამართლებრივ საკითხებში კომპანიის მხარდაჭერა;
  • მონაწილეობას მიიღებ შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სამარათლებრივ შეფასებასა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში;
  • საჭიროების შემთხვევაში აწარმოებ კორესპონდენციას, კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან.
  • უზრუნველყოფ კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადებას, ცვლილებების შეტანას, შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას;
  • შეასრულებ განყოფილების უფროსის სხვა დავალებებს, კომპეტენციის ფარგლებში.


მნიშვნელოვანია გქონდეს:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება;
  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაციით;
  • კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
  • ხელშეკრულებებზე და სხვა იურიდიულ დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება.


პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და ორგანიზებულობა;
  • საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და იყო დისციპლინირებული;
  • გუნდურად მუშაობის უნარი და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • საქმისა და კოლეგების მიმართ კეთილგანწყობა, ახლის სწავლისა და განვითარების მუდმივი სურვილი.


სასურველია გქონდეს:

  • საფინანსო სექტორში, მათ შორის კომერციულ ბანკში, საგადახდო პროვაიდერთან ან სხვა მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • საქართველოს ეროვნულ ბანკთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • ინგლისურ ენაზე ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • სასურველია იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.


თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას TESO TECH Solitions-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

 

შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს  პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.  გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართო ცხელ ხაზზე: 2 303 308.