იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი ლიდერბეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
იურიდიული: იურისტი
Leader-Bet.com - ონლაინ ტოტალიზატორი და კაზინო დაარსდა 2010 წელს და მას შემდეგ აქტიურად ცდილობს მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით შექმნას ყველაზე ინოვაციური პროდუქტები ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს საინტერესო და კომფორტული გასართობი პორტალი, სადაც შეძლებენ ითამაშონ მრავალფეროვანი ოლაინ თამაშები და ტოტალიზატორი ყველაზე მაღალი კოეფიციენტებით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.Leader-bet.com

ლიდერბეთი - აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის ბიზნეს მიმართულებების სამართლებრივი მხარდაჭერა, კონსულტაციის გაწევა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საკითხები და სხვა;
  • საკანონმდებლო სიახლეებისა და იურიდიული პრაქტიკის ანალიზი, მოთხოვნების იმპლემენტაცია, რისკების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
  • სარჩელების, შესაგებლობის, საჩივრების და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, დავის განმხილველ ორგანოებში წარდგენა და კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლო სხდომებზე;
  • კორპორატიული დოკუმენტაციის ( ოქმები, წესდების ცვლილებები და ა.შ.) მომზადება და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • პერსონალური მონაცემების დაცვის ტრენინგის კურსი (დამადასტურებელი სერთიფიკატი);
  • კერძო/ბიზნეს სამართლის მიმართულებით იურისტად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია სათამაშო ბიზნესის კომპანიებში მუშაობის გამოცდილება);
  • სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2/C1) იურიდიულ დოკუმენტებთან სამუშაოდ;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, და პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი ეფექტურად აღმოფხვრის შესაძლებლობა;
  • ანალიტიკური და კვლევის უნარები;
  • ინიციატივიანობა, გუნდის მხარდაჭერაზე მობილიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე jobs@leader-bet.com აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.

შეტყობინება: ლიდერბეთი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიდერბეთ სლოტისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.