იმპორტის თანაშემწე

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია ვოლი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება
კომპანია „ვოლი“ არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, სფეროში ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს.

ვეძებთ ახალ თანამშრომელს იმპორტის  თანაშემწის  პოზიციაზე, რომელიც აქტიურად ჩართული იქნება აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. აუცილებელია, კანდიდატი იყოს მოტივირებული და დეტალებზე ორიენტირებული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • დამსაქმებელის კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  იმპორტის განხორციელება .
  • შესაბამისი იმპორტის განხორციელება და  ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
  • კომპანიაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა;
  • მომწოდებლების საერთაშორისო ბაზრის კვლევა, შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა და ანალიზი; ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია.
  • პოტენციურ/არსებულ მომწოდებლებთან ხელშეკრულების პირობების, მოწოდების ვადებისა და გადახდის პირობების მუდმივი კონტროლი; პერიოდულად შეთანხმების/მოლაპარაკების პირობების განახლება;ფასების მინიმალიზაციის მიზნით.
  • პროდუქციის წარმოების ვადების კონტროლი შესყიდვის მოთხოვნიდან საწყობში მოწოდებამდე;
  • ტვირთის გადაზიდვისთვის საჭირო დოკუმენტების, დეკლარირებული ინფორმაციის სისწორის და თანმხლები დოკუმენტების სისრულის მუდმივი კონტროლი;
  • საბაჟო კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა უმაღლეს  დონეზე
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა;

სხვა დამატებითი მოთხოვნები:
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები;
  • კანდიდატს სასურველია ჰქონდეს კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
  • პროცესების მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი, სატელეფონო ლიმიტით

იმპორტის სპეციალიტს  პოზიციაზე დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს. 
ანაზღაურება  კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე, 10-დან 18 საათამდე, შაბათი -კვირა დასვენების დღეებია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე recrutingrecruting174@gmail.com  ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „იმპორტის თანაშემწე".