კახეთის წარმომადგენლობის ტექნიკოსი

თელავი სრული განაკვეთი PayBox
მივლინება: არა
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

PayBox აცხადებს ვაკანსიას კახეთის წარმომადგენლობის ტექნიკოსი

პოზიციის მიზანია, სწრაფი გადახდის ტერმინალების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.

რას გააკეთებ:
  • უზრუნველყოფ ქსელში არსეული ტერმინალების ტექნიკურად და პროგრამულად გამართვას მათი შეუფერხებლად მუშაობის მიზნით.

მნიშვნელოვანია გქონდეს:
  • კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;

დამატებითი მოთხოვნები:
  • უძრავი ან მოძრავი ქონებით, ან თავდებით უზრუნველყოფა;
  • ავტომობილის ფლობა.

პიროვნული უნარები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზოთ:
  • ხელზე ასაღებ ყოველთვიურ ანაზღაურებას 1050 ლარის ოდენობით და 500 ლარამდე ბონუსს;
  • კომპიუტერულ სისტემებთან მუშაობის შესწავლისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას;
  • საწვავით უზრუნველყოფას;
  • ავტომობილის დაზღვევას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს

დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308