ქოლ-ცენტრის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ზუმერი
მივლინება: არა ხელფასი: 850
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
ზუმერის ისტორია ერთადერთი ფილიალით 2009 წელს დაიწყო. მაშინ ზუმერს მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის მიმართულება ჰქონდა, დიდი იმედები და უფრო დიადი გეგმები.  
დღეს საქართველოს მასშტაბით 18 ფილიალს და ყველაზე მსხვილ B2C პლატფორმას ვაერთიანებთ. ტექნოლოგიური პროგრესის ნათელი მხარეების, ცნობისმოყვარეობის ძალის და სულსწრაფობის გვჯერა.  
უკვე 14 წელია ტექნიკას ჩავკირკიტებთ, ახალ გაჯეტებთან ვურთიერთობთ და ტექნოლოგიების ყველაზე აუთვისებელ სივრცეებსაც ვიკვლევთ.  
 მისია უცვლელია - გვინდა, ადამიანებს სიახლეებთან ფეხის აწყობასა და ტექნიკის მოშინაურებაში დავეხმაროთ. 
 
კომპანია ზუმერი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის  პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის #1 
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე  
ანაზღაურება: 850 ნეტ ლარი და დამატებით ყოველთვიური ბონუსი 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • შემომავალი და გამავალი კომუნიკაცია: სატელეფონოდ, Live-Chat, FB-საკომუნიკაციო არხებში მომხმარებელთან გამართული, ეფექტური კომუნიკაცია, საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის/სერვისის შეთავაზება; 
  • ფილიალებისა და ონლაინ გაყიდვების პროცესის ხელშეწყობა და პროცესის ყველა ეტაპის მაღალ დონეზე შესრულება. 
  • კომპანიაში არსებული პროდუქციის სრული ასორტიმენტის და  მათი ტექნიკური მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა. 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება;  
 
ძირითადი მოთხოვნები 
  • აუცილებელია უცხო ენების სასაუბრო დონეზე ფლობა მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის;  
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • სასურველია ციფრული ტექნიკის ცოდნა ან ინტერესი და მარტივად ათვისების უნარი 
  • სასურველია უმაღლესი განათლება; 
  • საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა; 
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; 
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი. 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით. 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV  გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი". 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: 
 
ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს  მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.