დემი-შეფი

ქობულეთი სრული განაკვეთი დრიმლენდ ოაზისი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული
“Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

კომპანიას აცხადებს ვაკანსიას დემი-შეფის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - დაბა ჩაქვი 
უშუალო ხელმძღვანელი -  შეფ-მზარეული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების ზედმიწევნით შესრულება
  • ყველა შეკვეთას ასრულებს ზედმიწევნით, რეცეპტების შესაბამისად და მინიმალური დანაკარგით
  • კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება
  • რეცეპტურის დაცვა. საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა გაუმჯობესება/დახვეწის მიზნით
  • უზრუნველყოს კერძების დროულად მომზადება
  • ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა
  • საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება.
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა; ფუნქციებისა და მოვალეობების გონივრული გადანაწილება.
 
საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები
  • სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • მზა პროდუქციის, ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების შენახვის წესი და ვადები
  • დაწესებულების შრომითი დისციპლინის მოთხოვნები, შრომის დაცვის, სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმები და მოთხოვნები (HACCP) 
  • კერძების, სასმელების და სხვადასხვა კულინარიული პროდუქტების მომზადების თანამედროვე ტექნოლოგიები
  • თანამშრომელს უნდა გააჩნდეს გუნდური მუშაობის უნარი,პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,დეტალებზე ორიენტირებულობა,პუნქტუალობა და ორგანიზებულობა.

შერჩევის ეტაპები:
  • განაცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge  გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „დემი-შეფი“

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია  "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია“დრიმლენდ ოაზისის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/ რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს გაეცნოთ თქვენს შესახებ ჩვენს მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებს, მოითხოვოთ მათი განახლება, ცვლილება ან განადგურება.

გისურვებთ წარმატებას!