სტუმართან ურთიერთობის კოორდინატორი

ქობულეთი სრული განაკვეთი დრიმლენდ ოაზისი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სტუმრებთან ურთიერთობის მენეჯერი
Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

Dreamland Oasis Chakvi აცხადებს ვაკანსიას სტუმართან ურთიერთობის კოორდინატორის  პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი-სრული 
სამუშაო ადგილი-ჩაქვი 
უშუალო ხელმძღვანელი-  FO მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მოემსახუროს ყველა სტუმარს გაწერილი სტანდარტების მიხედვით
  • ინიშნავს სტუმრის სურვილებს და ახდენს მათ გადამისამართებას შესაბამის დეპარტამენთთან
  • აცილებს  თითოეულ სტუმარს ოთახამდე და უხსნის ოთახში არსებული ნივთების ფუნქციებს
  • უზრუნველყოს სტუმრის ინფორმირება ტერიტორიაზე არსებულ აქტივობებთან დაკავშირებით
  • კოორდინატორმა უნდა დაამყაროს სწორი და დროული კომუნიკაცია სხვა დეპარტამენტებთან
  • სტუმართან ურთიერთობის კოორდინატორმა  უნდა მოახდინოს “VIP” სტუმრების სიის შედგენა და დროულად გადასცეს შესაბამის დეპარტამენტებს
  • სტუმართან ურთიერთობის კოორდინატორმა უნდა მოისმინოს სტუმრის უკმააყოფილების მიზეზი და გადასცეს ფრონტ ოფისის ხელმძღვანელს
  • მუდმივად წარმოაჩინოს სასიამოვნო მანერა და დადებითი განწყობა,წარმოაჩინოს კომპანიის კარგი მხარე სტუმრებთან.

  • საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები
  • მომსახურების სფეროში  მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება 
  • ინგლისური და რუსული ენის  ცოდნა 
  • თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებული,ასევე უნდა იყოს ყურადღებიანი დეტალების მიმართ,ენერგიული,კომუნიკაბელური,თავაზიანი


შერჩევის ეტაპები:
  • 1. განაცხადების გადარჩევა
  • 2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hoteloasis.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „სტუმართან ურთიერთობის კოორდინატორი“
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია  "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია“დრიმლენდ ოაზისის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/ რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს გაეცნოთ თქვენს შესახებ ჩვენს მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებს, მოითხოვოთ მათი განახლება, ცვლილება ან განადგურება.
გისურვებთ წარმატებას!