შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი

ბათუმი სრული განაკვეთი ზღვა ლუდი
მივლინება: არა ხელფასი: 1200
ენები: რუსული
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი)
კომპანია „ზღვა ლუდი“, ქართულ ბაზარზე   2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის  ჩამოსახმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და  დღესდღეობით წარმოდგენილია 16 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა  კუთხეში. 
„ზღვა ლუდი“-ის მიზანია მომხმარებელს შეთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და  მომსახურების მაღალი სტანდარტი. 

კომპანია „ზღვა ლუდი“  აცხადებს ვაკანსიას   ‘შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი“ს  პოზიციაზე. 

სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: სრული განაკვეთი;
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00სთ;
  • ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის დროს:  1200 ლარი 
  • დასვენების დღეები: შაბათი -კვირა;
  • ადგილმდებარეობა: ქ.ბათუმი;  ხელვაჩაური, სოფ. სალიბაური, მე-6. ქ. 1ა 

ძირითადი მოვალეობები: 
  • შესყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა და აქტიური მონიტორინგი 
  • საჭირო პროდუქციის გაყიდვის შესაბამისად შეკვეთის გაფორმება 
  • პროდუქციის შესყიდვების და მარაგების ანალიზი. 
  • მომარაგების სრული პროცესის მართვა ;
  • შესასყიდი პროდუქციის ხარისხისა , ვადების და ფასის კონტოლი 
  • დეფექტური ან კონტრაქტის შეუსაბამო პროდუქციის დაბრუნება მომწოდებელთან 
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების/ინფორმაციის დაარქივება და დოკუმენტირება, მათ შორის შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის დედნის სახით (არსებობის შემთხვევაში) შენახვა დადგენილი წესით; 
  • თბილისში არსებული,მთავარი ლუდის საწყობის მარაგების მართვა,კონტროლი და დოკუმენტირება.  
  • ინვენტარიზაციის პროცესის ადგილზე წარმართვა  და კონტროლი  

მოთხოვნები და ცოდნა:
  • რელევანტურ  პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • კომპიუტერის ცოდნა მოწინავე დონეზე 
  • აუცილებელია ქართული და რუსული ენების ცოდნა; 
  • Rs.ge- ზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად ; 

უნარები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მექანიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • აქტიური რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე staff@zgvaludi.ge   25 მაისამდე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს  "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!