საწყობის მენეჯერი

ფოთი სრული განაკვეთი G&A GROUP
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
 შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი ,,ნობათის’’ გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და ,,ხინდას’’ ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. 

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას ქ. ფოთში საწყობის მენეჯერის პოზიციაზე: 
ადგილმდებარეობა: ფოთი
სამუშაო განაკვეთი: სრული 

აუცილებელი მოთხოვნა
  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;

ძირითადი მოვალეობები:
  • სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქციის დისტრიბუციისთვის მიწოდება/ორგანიზება
  • დაბრუნებული პროდუქციის მიღება, მითვლა და დასაწყობების პროცესში მონაწილეობის მიღება/ორგანიზება
  • შეკვეთილი ნედლეულის მიღება შესაბამისი თანმდევი დოკუმენტაციისა და შენახვა ტრანსპორტირების პირობების, ვადების გაკონტროლებით. 
  • ნედლეულის მიღებასთან, დასაწყობებასთან და შიდა გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტბრუნვის წარმოება;
  • საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი;ჩამოსაწერი პროდუქციის დროული აღრიცხვა, ინფორმაციის მიწოდება წარმოების ბუღალტერზე და გატანა მაცივრიდან;
  • გაცემის პროცედურის დაცვა FIFO პრინციპის შესაბამისად;
  • საწყობის საერთო მოწესრიგებულობის კონტროლი,  შეუსაბამობების აღმოჩენისას შესაბამისი სამსახურების ინფორმირება პრობლემის აღმოფხვრის ღონისძიებების ჩასატარებლად;
  • ეტიკეტირების კონტროლი;
  • კომპანიის ინვენტარის კონტროლი;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საწყობში მუშაობის მინიმუმ 1  წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • ლოგიკური აზროვნება;       
  • სწრაფად ათვისების უნარი;

დამატებითი მოთხოვნები:
  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge   სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ან დაგვიკავავშირდით ნომერზე: +995 595399993

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა  შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე  შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.