საკრედიტო რისკების დეპარტამენტის უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი Hash Bank
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
საბანკო: საკრედიტო რისკები
Hash   Bank   არის   ციფრული   ბანკი,   სიახლე   ქართულ   ბაზარზე.   Ჩვენი   მიზანია   შევქმნათ თანამედროვე,  მომხმარებელზე  ორიენტირებული,  რევოლუციური  პროდუქტი  და  შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე. ჩვენს  გუნდში  ვეძებთ  გამოცდილ,  მოტივირებულ,  მაღალი  სამუშაო  ეთიკის  მქონე  ადამიანებს კორპორატიული კულტურის  ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

Hash Bank აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საკრედიტო რისკების დეპარტამენტის უფროსი 

ძირითადი მოვალეობები:
  • საკრედიტო რისკების მიმართულების პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება რეგულატორული მოთხოვნებისა და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
  • ბანკის საკრედიტო რისკების დეპარტამენტის მართვა, პროცესების სტანდარტიზაცია, სტრუქტურული   ქვედანაყოფების   შექმნა/ჩამოყალიბება   და   მათი   ფუნქცია- მოვალეობების განსაზღვრა;
  • საკრედიტო რისკების შეფასების პროცესის კოორდინირება;
  • საკრედიტო ანგარიშების, ფინანსური მონაცემებისა და სხვა რელევანტური ინფორმაციის ანალიზის პროცესის ორგანიზება;
  • საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი და რისკის პოტენციური სფეროების განსაზღვრა;
  • საკრედიტო სქორინგის მოდელების დანერგვა სესხის დამტკიცების პროცესის ავტომატიზაციისა და გამარტივების მიზნით;
  • მმართველობითი და რეგულატორული ანგარიშგების დროულად და უშეცდომოდ წარდგენის უზრუნველყოფა;
  • საკრედიტო რისკების მიმართულების მიერ წარმართული საქმიანობის მარეგულირებელ ორგანოსთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • გარე და შიდა სტეიკჰოლდერებთან კომუნიკაციის ხელმძღვანელობა;
  • გუნდის ლიდერობა და მენტორობა - ცხადი და გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების დასახვა, ახალი იდეების წახალისება;
  • თანამშრომლებისთვის დავალებების დელეგირება, მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლი;
  • გუნდის წევრების პროფესიული განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე ზრუნვა და კონსტრუქციული უკუკავშირის გაზიარება;
  • საკრედიტო პროდუქტების შემუშავებაში ქმედითი მონაწილეობის მიღება საკუთარი უფლება/მოვალეობებისა და კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი  განათლება  -  სასურველია  ბიზნესის  ადმინისტრირება,  ფინანსები,  ან მონათესავე სფერო.

ცოდნა და გამოცდილება:
  • მინიმუმ,  3  წლიანი  გამოცდილება  საბანკო  სექტორში,  საკრედიტო  რისკების მიმართულებით;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • საკრედიტო რისკების პროცესებისა და პროცედურების დანერგვის/განხორციელების გამოცდილება;
  • საკრედიტო სქორინგის მოდელის დანერგვის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება;
  • საკრედიტო რისკებთან დაკავშირებული მარეგულირებელი მოთხოვნების ცოდნა;
  • საკრედიტო აქტივობასთან და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი დოკუმენტების და საერთაშორისო სტანდარტების/პრაქტიკის სათანადო ცოდნა.

ენები:
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. 

უნარები:

  • ბიზნეს პროცესების განვითარებასთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
  • რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ახალი იდეებისა და პერსპექტივის მიმღებლობის უნარი;
  • კარგად განვითარებული ანალიტიკური და წერითი უნარები;
  • გუნდის გაძღოლის, მოტივირებისა და მენტორობის უნარები;
  • ორგანიზაციული გამოწვევების სწრაფად დაძლევის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 21 მაისი, 2024.

დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს „ჰეშ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს „ჰეშ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.