სტუდენტური სერვისების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ალტე უნივერსიტეტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მეცნიერება/განათლება: უნივერსიტეტი
ალტე უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სტუდენტური სერვისების მენეჯერის  პოზიციაზე

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:
  • სტუდენტური გამოცდილების სამსახურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • სტუდენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათ მოგვარებაზე ზრუნვა;
  • სტუდენტების მხარდაჭერის მექანიზმების განვითარება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • სტუდენტებისთვის სხვადასხვა აქტივობების  დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა; 
  • სტუდენტთა ადაპტაციის, განვითარებისა და ჩართულობის პროგრამების შექმნა და განხორციელება;
  • სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა; ერთობლივი პროექტების ინიცირება/მართვა;
  • სტუდენტებთან უშუალო კომუნიკაცია, ინფორმაციის დროულად და ეფექტურად გაზიარების უზრუნველყოფა; 
  • შესრულებული აქტივობების პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, კომუნიკაციების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • პროექტების მართვის პრინციპების ცოდნა და პრაქტიკულად გამოყენების უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint)
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა; გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
  • კრეატიულობა;
  • ემპათიურობა და მეგობრულობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00სთ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 07 ივნისი  

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ „ალტე უნივერსიტეტის“ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ „ალტე უნივერსიტეტს“.

„ალტე უნივერსიტეტი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს შრომის კოდექსის“ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.