სადღეღამისო მოლარე-ოპერატორი

მივლინება: არა
საბანკო: მოლარე (საბანკო), ბანკის ოპერატორი
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + 1999 წლიდან ფუნქიონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოდგენილ 49 ფილიალს.

ჩვენ გთავაზობთ:
  • განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას;
  • კადრების პროფესიონალურ გადამზადებას;
  • მარკეტინგულ ღონისძიებებში და აქტივობებში მონაწილეობის მიღებას;
  • საბონუსე სისტემას;
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;

კომპანია კრედიტსერვისი აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში სადღეღამისო (სარეზერვო) მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები :
  • კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, აქტიურობა

ძირითადი მოვალეობები, რომლებსაც ჩვენი კომპანიის ტრენერები შეგასწავლიან:
  • სავალუტო ოპერაციები;
  • ფულადი გზავნილების მიღება/გაცემა;
  • ძვირფასი ლითონების, ქვების შეფასება და სესხის გაფორმება;
  • სალაროში არსებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე ,ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის მისამართზე : vacancy@creditservice.ge სათაურის (გრაფაში “subject”) ველში მიუთითოთ ის თანამდებობა და ქალაქი ,რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტრსერვისი + " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტრსერვისი + “ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!