სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია იმედი L
მივლინება: არა ხელფასი: 800 +ბონუსი
ენები: ინგლისური
დაზღვევა: დაზღვევა (ზოგადი)
 „იმედი L“  აცხადებს ვაკანსიას  სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი:  თბილისი, ალ. ყაზბეგის #44;
სამუშაო საათები:  ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00;  შაბათი: 10:00-14:00.
ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:
  • დაინტერესებული მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა, კომპანიაში არსებული სხვადასხვა ტიპის სადაზღვევო მომსახურების მისაღებად;
  • სამოგზაურო დაზღვევის პოლისის გააქტიურება და პროგრამაში ასახვა;
  • სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge;  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 მაისი, 2024 წელი.
სადაზღვევო კომპანია “იმედი L” მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.