ა(ა)იპ „სამედიცინო, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრი - ურანტი“ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები) პლიუს პრემია.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
- დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
- პუნქტუალურობა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამედიცინო დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
- სამედიცინო დაწესებულებაში და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
- დასაცავ ობიექტზე უკანონო შეღწევის პრევენციის მიზნით ან/და უკანონოდ შეღწევის აღკვეთა;
- ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება.
გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით მისამართზე healthcorp.hr@gmail.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +995 599531615. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!