IT გარე მხარდაჭერის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი გვირილა რითეილი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი
მარკეტების ქსელი „გვირილა“  ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, 
ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. 
ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას  IT გარე მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა
  • კომპანიის  გარე ფილიელების მიერ  დაფიქსირებულ პრობლემებზე დროული რეაგირება , სატელეფონო კონსულტაცია დისტანციური მხარდაჭერა, და საჭიროების შემთხვევაში,  ადგილზე მისვლა;
  • ოპერაციული სისტემისა და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;
  • POS ტერმინალებთან წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება ფიზიკურ დონეზე;
  • ორგანიზაციის თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა;
  • პრინტერის, სკანერის და სხვა პერიფერიული მოწყობილობების  - ინსტალაციისა და კონფიგურაცია
  • ფილიალებიშ არსებული კომპიუტერული ტექნიკისა და მოწყობილობების ინსტალირება, კონფიგურირება და დიაგნოსტიკა
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება

მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • ამავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;
  • Windows ოპერაციული სისტემების კარგი ცოდნა;
  • Microsoft Office  კლიენტის აპლიკაციების კარგი ცოდნა;
  • პერიფერიული მოწყობილობების, პრინტერის, სკანერის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალერებზე ორიენტირებულობა;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი:   კვირაში 5 დღე
  • ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვარკეთილი (სათავო ოფისი)
  • ანაზღაურება: შეთანხმებით.


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@gvirila.com.ge გთხოვთ, წერილის სათაურში(subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.