ფიბი სერვის აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო კომპანიისთვის პროდუქტის მაკონტროლებელის პოზიციაზე
კომპანია გთავაზობთ სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი-პარასკევი 08:00-17:00, შაბათ-კვირას დასვენება
ძირითადი მოვალეობები:
- წარმოებული თერმოელექტრული მოდულების ვიზუალური ხარისხის კონტროლი;
- თერმოელექტრული მოდულების გეომეტრიული პარამეტრების გაზომვა;
- თერმოელექტრული მოდულის ელექტრული პარამეტრების გაზომვა;
- დეფექტების პროცენტის თვალყურის დევნება;
- ნახაზის და აწყობილი პროდუქტების შესაბამისობის შემოწმება;
- შემოწმებული პროდუქტების პასპორტებისა და პროტოკოლების შევსება;
- პროდუქტის შეფუთვა;
- მიკროსკოპით მუშაობა.
მოთხოვნები:
- სასურველია რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- პაიალნიკით მუშაობის ცოდნა;
- სასურველია მიკროელექტრონიკასთან მუშაობის გამოცდილება;
- კარგი მოტორიკა;
- სამუშაო დავალებების პასუხისმგებლობით შესრულება;
- ინფორმაციის სწრაფად გააზრება;
- კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემო;
- ტრანსპორტირება ახმეტელის მეტროდან;
- ხელფასი კვალიფიკაციის შესაბამისად;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: mariam.b@pbservices.ge გთხოვთ subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.