უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი

თბილისი სრული განაკვეთი ნიქსი
ხელფასი: 1500
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების აგენტი, უძრავი ქონება
უძრავი ქონების საბროკერო კომპანია ნიქსი ახალგაზრდა, დინამიური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა.  მესამე ფილიალისთვის   ჩვენ ვეძებთ აქტიურ , მიზანმიმართულ და სიცოცხლით სავსე ადამიანებს, რომლებსაც სურთ მუდმივად განვითარება და ახალი ცოდნის მიღება. 

უძრავი ქონების საბროკერო კომპანია ნიქსი აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის (ბროკერი) პოზიციაზე.

მოვალეობები: 
  • მყიდველსა და გამყიდველს შორის აქტიური მოლაპარაკებების   წარმოება; 
  • უძრავი ქონების  მონაცემთა ბაზაში - შეტანა; 
  • კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება; 
  • ჩვენებების დაგეგმვა/განხორციელება - ხელშეკრულებების გაფორმება; 
 

მოთხოვნები: 
  • სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • რუსული ან  ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა/ორივე ენა ჩაითვლენა უპირატესობად; 
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა; 
  • დრესკოდი; 

პიროვნული თვისებები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი. 
  • დისციპლინირებული; 
  • შრომისმოყვარე; 
  • კარგი კომუნიკაციის უნარი; 
  • პუნქტუალური; 
  • ოპერატიული, სწრაფი და ენერგიული; 
  • შედეგებზე ორიენტირებული; 
  • განვითარებაზე ორიენტირებული; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 

ჩვენ რას გთავაზობთ: 
  • უფასო ტრენინგები. 
  • სტაჟირების შემდგომ გადმოგეცემათ MacbookAir ; (სტაჟირების ვადა 2 კვირა) 
  • სახალისო  სამუშაო გარემოს; 
  • ორშაბათიდან პარასკევის  ჩათვლით 11:00-დან 19:00-მდე ; 
  • შაბათს  11:00 - დან 15:00-მდე ; 
  • კვირა  სრული დასვენების დღე ;  
  • მინიმალური სახელფასო ზღვარი - 1500 ლარი (სრულად გამომუშავებით) 
 

შენიშვნა: კომპანია ხელფასს ხელზე არ გასცემს , გერიცხებათ ბანკში . 
ოფისში გელოდებათ მეგობრული, პროფესიული და კეთილმოწყობილი გარემო. 

ჩვენი მისამართებია : 
  • ბიზნეს ცენტრი დიდუბე პლაზა (წერეთლის 116) 
  • ბიზნეს ცენტრი გორგასალზე (გორგასლის 4ა) 
  • ბიზნეს ცენტრი ქარვასლა ( დადიანის 7)
 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „  გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.  დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებას! 
გაგზავნე CV