გაყიდვების კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი პროფი
ხელფასი: 900 - 1100
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია „პროფი” 14 წელია მოღვაწეობს საღებავების და სამღებრო აქსესუარების რეალიზაციის სფეროში. ვფლობთ 3 საცალო მაღაზიას თბილისში და ასევე ბათუმშიც. 
ჩვენი ქსელის კონცეფციაა შესთავაზოს კლიენტს სამღებრო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარისხიანი მასალები ერთ სივრცეში.
ჩვენი ხარისხიანი პროდუქციით, მომხმარებლებისთვის პატიოსანი და გულწრფელი დამოკიდებულებით, მოვიპოვეთ ბევრი ერთგული კლიენტი.
ჩვენთან თანამშრომლობენ ისეთი კომპანიები როგორიცაა: ნიკორა ჯგუფი, ელიტა ბურჯი, რედკო, სოკარი და სხვა მრავალი. 
ამ ეტაპზე „პროფი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის ფილიალისთვის. 

მოვალეობები:
  • კლიენტების მომსახურება, კონსულტაცია, პროდუქცის საცალო რეალიზაცია;
  • არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა და სიახლეებზე გაცნობა;
  • პროდუქციის მერჩენდაიზინგი;
  • მარაგების კონტროლი და შეკვეთების გაკეთება;
  • ვადების კონტროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სალარო აპარატთან მუშაობა;
  • მომხმარებლებისთვის ინვოისის და სხვა საჭირო დოკუმენტაციის გამოწერა;
  • ფილიალის სრულყოფილ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარება.

სამუშაო გრაფიკი - ორშ-შაბ. 9:00AM - 6:00PM

სამუშაო ადგილი: თბილისი, რ.აგლაძის N13. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამშენებლო სფეროში გაყიდვების ან სხვა მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;
  • სიახლეებისადმი ინტერესი.

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • ხელზე ასაღებ ხელფასს 1100 ლარს (პირველი 2 თვე იქნება ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი და ანაზღაურება დაიწყება 900 ლარიდან, ამ ვადის პერიოდში - 2 თვის განმავლობაში ყოველ თვე მოიმატებს 100-100 ლარით და საბოლოოდ გახდება 1100 ლარი)
  • საბონუსე სისტემას. (გეგმის შესრულების შემთხვევაში ბონუსი თითქმის იგივე მოცულობის იქნება რაც  ხელფასი)
  • კორპორატიულ ნომერს;
  • დაზღვევას;
  • ტრენინგებს პროდუქციის შესასწავლად
  • ყველა საჭირო სამუშაო პირობას ეფექტურად მუშაობისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gkhamashuridze@profi.ge -ზე და გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გისურვებთ წარმატებებს!