დაწყებითი საფეხურის კლასის დამრიგებელი

თბილისი სრული განაკვეთი ათასწლეულის სკოლა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: განათლების სექტორი
ათასწლეულის სკოლა აცხადებს კონკურსს დაწყებითი საფეხურის კლასის დამრიგებლის  პოზიციაზე. 
  
ათასწლეულის სკოლის კლასის დამრიგებელი:
  •  საფეხურის კოორდინატორთან  ერთად მუშაობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე;
  • თანამშრომლობს კლასის მასწავლებლებთან  და მათთან ერთან ზრუნავს კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე;
  • სადამრიგებლო საათის დროს მუშაობს მოსწავლეების თვითრეგულაციის უნარების განვითარებაზე და კოორდინირებას უწევს დავალებების შესრულების პროცესს;
  • აქტიურად თანაშრომლობს სკოლის პროფესიული გნვითარების პროგრამის კოორდინატორებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ბაკალავრიატის დიპლომი.  სასურველია განათლება დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მატემატიკის ან  ბუნებისმეტყველების მიმართულებით.
  • სასურველია, დაწყებითი სკოლის ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის არაფორმალური განათლების ფარგლებშიც.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  hr@millennium-school.org.  
საბუთების მიღება მიმდინარეობს 20 მაისის  ჩათვლით. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას  გულისხმობს. 

მოცემულ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სკოლის დამრიგებლების და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები:http://www.millennium-school.org/ge/proektebi