სამუშაოთა მწარმოებელი

თბილისი სრული განაკვეთი მეტტა
მივლინება: არა ხელფასი: 3000 - 5500
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამუშაოთა მწარმოებელი
სამშენებლო კომპანია მეტტა|Metta 2018 წელს შეიქმნა. ორგანიზაციას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია აქტიური განვითარების ეტაპზეა და, შესაბამისად, ახალგაზრდა, მოტივირებულ და აქტიურ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.metta.ge 

მეტტა|Metta ახალი სამშენებლო ობიექტისათვის ეძებს გუნდის ახალ წევრს სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ან თბილისის შემოგარენი, სამშენებლო ობიექტის ლოკაცია დაზუსტდება გასაუბრების ეტაპზე
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელზე ასაღები ანაზღაურება: 3000-იდან 5500 ლარამდე, კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე.

ჩვენ გთავაზობთ: კოლეგიალურ, ურთიერთ პატივისცემაზე აშენებულ სამუშაო გარემოს, დაკომპლექტებულს დარგის მოწინავე პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება. 
ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიული განვითარების კარგი შესაძლებლობა, კონკურენტული ანაზღაურება და სარგებლის პაკეტი.
სამუშაოთა მწარმოებლის ძირითადი როლი განისაზღვრება პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი სამშენებლო პროექტზე/უბანზე კომპანიაში არსებული უსაფრთხოების წესებისა და კომპანიისა და დამკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხის სტანდარტის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოთა წარმოების დადგენილი ვადებით უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიის, ან მონათესავე დარგში
  • 5+ წლიანი გამოცდილება სამშენებლო ინდუსტრიაში, მათ შორის
  • 2+ წლიანი გამოცდილება სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მართვაში, კერძოდ, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები. დამატებით, მეტალის კონსტრუქციებთან მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა.
  • MS Office (Word, Excel) – მოხმარების ცოდნა
  • MS Project - სასურველი
  • Auto Cad, Archi Cad - პროფესიული დონე 

უნარები და შესაძლებლობები:
  • შესანიშნავი ლიდერობის, კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები
  • ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები
  • სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა
  • მჭიდრო ვადებში მუშაობის უნარი

განაცხადის გასაკეთებლად და რეზუმეს ასატვირთად, გთხოვთ, გადადით ბმულზე 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "მეტტა"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე