BSCenter (ბიზნესის მომსახურების ცენტრი) აცხადებს ვაკანსიას რუსთავში მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 (შესვენება 1 საათი)
ანაზღაურება: 1500 ლარიდან განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის მიხედვით
აუცილებელია:
- საგადასახადო კანონმდებლობისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- 5 წლიანი გამოცდილება ( მათ შორის 2 წელი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე);
- Excel პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Fina-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისურის ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (B2)
სასურველია:
- წარმოების ბუღალტერიაში გამოცდილება;
მნიშვნელოვანია:
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დეტალებისადმი ყურადღება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის მენეჯმენტის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@bscenter.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.