საბანკეტო დარბაზის მიმტანი

თბილისი სრული განაკვეთი The Biltmore Hotel Tbilisi
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
საქართველოში ყველაზე მაღალი სასტუმრო იდეალურად არის შერწყმული დედაქალაქის ისტორიულ და კულტურულ ცენტრთან. სასტუმრო  „ბილტმორ თბილისი“ 214 ოთახსა და სუიტს მოიცავს.. სტუმრებს საშუალება აქვთ 8 სახეობის ოთახზე გააკეთონ არჩევანი, მათ შორისაა: ექსკლუზიური სამეფო ოთახი, რომელიც დამსვენებლებს ფუფუნების უმაღლეს სტანდარტს სთავაზობს. სასტუმროს ხუთი დახვეწილი რესტორანი და ბარი გააჩნია, მათ შორის სასტუმროს ყველაზე მაღალ წერტილზე განთავსებული რესტორანი - „ზიმი“.

სასტუმრო "ბილტმორ თბილისი"  აცხადებს ვაკანსიას  საბანკეტო დარბაზის მიმტანის პოზიციაზე 

ძირითადი მოვალეობები:
  • საკონფერენციო დარბაზების მომზადება;
  • სტანდარტების შესაბამისად სტუმრების გამასპინძლება;
  • ბუფეტის, ლანჩის, კოქტეილ საღამოებისა და სადილების სერვისი;
  • სტუმრებისა და მომსახურე პერსონალის ტერიტორიაზე წესრიგის შენარჩუნება;
  • კონფერენციებისთვის საჭირო მასალების მარაგების გადამოწმება;
  • ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფა;

საჭირო უნარები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ  რეზიუმე   26 მაისამდე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე :  careers.bhtg@biltmorecollection.com სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.