სასაწყობო ლოგისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი გუდვილი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკა
კომპანია „გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას სასაწყობო ლოგისტიკის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე

გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • 50%-იან ფასდაკლების ბარათს კვებისთვის;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass

ფუნქცია-მოვალეობები:
  • არსებული სტანდარტის შესაბამისად პროდუქციის აგროვების, ხარისხის კონტროლისა და სათანადო დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • საწყობის მოთხოვნების შესაბამისად სამუშაო პროცედურების ჩამოყალიბება/დარეგულირება ;
  • საწყობის სამუშაო საათების და განრიგის განსაზღვრა, თანამშრომლების აღრიცხვიანობის ტაბელის წარმოება და კონტროლი;
  • საწყობში პროდუქციის მოძრაობის, გადაადგილების კონტროლის ხარისხის და სათანადო დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა არსებული სტანდარტის შესაბამისად;
  • დასაწყობებული პროდუქციის ნაშთის, ვადების კონტროლი;
  • კომპანიის საწყობის მფლობელობაში არსებული ძირითადი საშუალებებისა და სხვა ინვენტარის აღრიცხვა და მოვლა–შენახვის კონტროლი;
  • საწყობში არსებული მატერიალური ფასეულობების შენახვის წესების, მათი აღრიცხვიანობის დებულებებისა და ინსტრუქციების შემუშავება.
  • დაქვემდებარებულებს შორის შესასრულებელი სამუშაოს სწორი გადანაწილების უზრუნველყოფა და ეფექტურ მართვა;
  • სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ინსტრუქციით გაწერილი ნებისმიერი სახის გადახვევის უშუალო ხელმძღვანელთა შეთანხმება;
  • სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე მიღებული დავალების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
  • სამუშაო ადგილზე შრომის, ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • სანიტარულ-ჰოგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
  • საწყობის სისუფთავისა და პროდუქციის მდგომარეობის კონტროლი;
  • საწყობში არსებული პროდუქციის FIFO-ს პრინციპის დაცვით განლაგების უზრუნველყოფა;
  • მოქმედი საკანომდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შინაგანაწესის დაცვა;
  • სამსახურის დებულებითა და წინამდებარე სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: +995 577200712;
მარტივად შეავსე აპლიკაცია მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/LAuyMkhXrPpJU6Ys7
გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hrg@goodwill.ge ან vacancy@goodwill.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!

თქვენს მიერ შევსებული ინფორმაცია ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი მონაცემები შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვისაც. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.