HR მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი მოდუსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი
კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან. 
 
 
ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე, ქ. ბათუმში. 
 
სამუშაო აღწერილობა 
  • HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა; 
  • თანამშრომელთა  შერჩევის/ონბორდინგის სრული პროცესის მართვა;  
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების შექმნა და მართვა; 
  • სახელფასო ფაილების მომზადება; 
  • შვებულებების, დანიშნვა-გათავისუფლების ბრძანებების მომზადება; 
  • პერსონალის განვითარების საჭიროებათა დადგენა და მხარდაჭერა; 
  • თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება. 
 
მოთხოვნები 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);  
  • HR მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;  
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;  
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;  
  • დროის მართვის უნარი;
  • უცხო ენის ფლობა; 
 
გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@modus.com.ge 
 
გისურვებთ წარმატებებს. 

მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ შპს „მოდუსი-“მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თანხმობის უკან გათხოვნა, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „მოდუსი“-ს ბაზაში 1 წლის ვადით.