კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი RS line
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
კომპანია RS LINE - ი, რომელიც  წარმოადგენს ვაჭრობის ავტომატიზაციის, საბანკო ტექნიკის და გადაწყვეტილებების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორს და მიმწოდებელს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე: 

თანამდებობის ძირითადი მოვალეობები: 
  • ახალი კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა, პროდუქტების შეთავაზება; 
  • პრეზენტაციების და შეთავაზებების სხვადასხვა ფორმით ორგანიზება და განხორციელება; 
  • გაყიდვის შემდგომი მხარდაჭერის უზრუნველყოფა; 
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების წარმართვა. 
  • ახალი პროდუქტების შესწავლა და მოძიება
  • პროდუქტების ტექნიკური მონაცემების და მახასიათებლების შესწავლა.         
  • ტენდერების და სხვადასხვა პროექტების გარჩევა და დოკუმენტაციის მომზადება 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 6 თვიანი გამოცდილება;  
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; 
  • რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა. 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები:  
  • შემოქმედებითობა;   
  • კომუნიკაბელურობა; 
  • დარწმუნების უნარი;  
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.  
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე rsline.hr2@gmail.com