ზეინკალ-შემკეთებელი

რუსთავი სრული განაკვეთი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ზეინკალი

“ჰაიდელბერგცემენტი” საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰაიდელელბერგცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.  
 
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას რუსთავის ცემენტის ქარხანაში ზეინკალ-შემკეთებელის პოზიციაზე 
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავის, მშენებელთა ქუჩა #70 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (შაბათი და კვირა დასვენება) 
სამუშაო საათები: 08:00 – 17:00 სთ 
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 4 
 
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები: 

  • ქარხანაში მომუშავე დანადგარებისა და მოწყობილობების სამონტაჟო/გაშვებით სამუშაოებში მონაწილეობის მიღება. 
  • ქარხანაში მომუშავე ძირითადი და დამხმარე დანადგარების მიმდინარე და კაპიტალური რემონტი. 
  • მოწყობილობების, მექანიზმებისა და კვანძების დაშლა, შეკეთება, აწყობა. შესაბამისი ნახაზების წაკითხვა. 
  • სარემონტო, სამონტაჟო და საამწყობრო სამუშაოებისათვის შესაბამისი ხელსაწყოების შერჩევა, სამუშაო იარაღების შემოწმება. 
  • რემონტების დროს მოწყობილობის დეტალების გაწმენდა/გასუფთავებითი სამუშაოების შესრულება. 
  • ქარხანაში მომუშავე ძირითადი და დამხმარე დანადგარების მექანიზმების ტექნიკური მდგომარეობის დიაგნოსტირება. 
  • მოწყობილობაში დეტალების შესაბამისი განლაგების კონტროლი. 
  • სხვა სარემონტო სამუშაოების შესრულება საჭიროების მიხედვით. 
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებულ და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:  
  • მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. 
  • სასურველია პროფესიული გადამზადების დამადასტურებელი სერთიფიკატი. 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა. 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა. 


არსებული ბენეფიტები: 

  • კომპანია უზრუნველყოფს კვების ანაზღაურებას 
  • უფასო ტრანსპორტირებას სამსახურამდე 
  • ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად 
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო  პირობებით 
  • და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბენეფიტებს (ანაზღაურებადი 24 (სამუშაო) დღიანი შვებულება, 10 (კალენდარული) დღიანი შვებულება, და სხვა). 


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).   

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ზეინკალ-შემკეთებელი (რუსთავი) 
 
გისურვებთ წარმატებებს! 
 
 
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.  
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.  
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.   
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.  

მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა