კონდიტერი

ბორჯომი, ბაკურიანი სრული განაკვეთი დიალოგ კოხტა აპარტს
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
სასტუმრო/რესტორანი/კვება: კონდიტერი

ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი „სასტუმროების პროექტების მართვის“ კომპანია, რომელიც აერთიანებს მიმდინარე პროექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.  
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს  „დიალოგ კოხტა აპარტს“-ს, ასევე სხვადასხვა სართაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.  

ამჟამად, 134 ნომრიანი ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე. 
პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი 
საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თანმშრომლის საცხოვრებლსა და ტრანსპორტირებას. 
 
ძირითადი მოვალეობები: 

  • სამზარეულოს საოპერაციო  სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; 
  • რესტორნის მენიუში არსებული საკონდიტრო პროდუქციის ხარისხიანად, რეცეპტის ზედმიწევნით სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით შესრულება; 
  • დამზადებული პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და პრეზენტირების კონტროლი; 
  • საკონდიტრო პროდუქციის მარაგების კონტროლი; 
  • სეზონურად მენიუს განახლება, ახალი რეცეპტების და პრეზენტაციის შემუშავების პროცესში ჩართულობა; 
  • თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; 
  •  ნედლეულისა და ნახევარფაბიკატების აღწერის პროცესში ჩართულობა საჭიროების შესაბამისად; 
  • ნედლეულის დამუშავება, შენახვა სტანდარტების მიხედვით; 
  • საკვები ინგრედიენტების ხარისხის და შენახვის კონტროლი; 
  • პროდუქტების ვადების და ვარგისიანობის კონტროლი;  
  • სამზარეულოს ინვენტარის გამართულობის კონტროლი და შესაბამისი რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში; 
  • ჩამოსაწერი პროდუქციის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება. 
 
სასურველი უნარები და თვისებები: 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნებისა და შედეგებზე ორიენტირებულობის უნარი; 
  • სტრესული სიტუაციების მართვისა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი; 
  • პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული. 
 
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები: 
  • მინიმუმ 2  წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;  
  • პროფესიული სერთიფიკატი ამავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად; 
  • სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;  
  • Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. 
 
ჩვენ გთავაზობთ:  
  • სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს 
  • სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე 
  • კვებით უზრუნველყოფას 
 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კონდიტერი. 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მაისი. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
წარმატებებს გისურვებთ!