გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი თქვენი მშენებელი
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
"თქვენი მშენებელი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ბაზრის ტენდენციების, მომხმარებელთა საჭიროებებისა და კონკურენტების ანალიზი შემოსავლების ზრდისა და ბაზრის გაფართოების შესაძლებლობების დასადგენად.
  • გაყიდვების გეგმისა და სტრატეგიების შემუშავება. შესრულებისა და შედეგების კონტროლი და რეგულარული უკუკავშირი გუნდის წევრებთან.
  • პროდუქციის/მომსახურების შეთავაზება,  მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა, უძრავი და მოძრავი ქონების / მომსახურების შეთავაზება;
  • მონაცემთა ანალიტიკა და გაყიდვების პროგნოზირება.
  • ინდუსტრიის განვითარების, ბაზრის ტენდენციებისა და გაყიდვების მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკის გაანალიზება გაყიდვების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით
  • ბრენდის ცნობადობაზე ზრუნვა.
  • კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი, ბაზრის მონაცემების ანალიზის, ტენდენციების იდენტიფიცირებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების უნარი.
  • პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
  • ლიდერობა და გუნდის მოტივაცია.პასუხისმგებლობის გათავისება.
  • გაყიდვების სტრატეგიების, პროცესებისა და სისტემების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება.
  • ძლიერი მოლაპარაკების და კომუნიკაციის უნარი.
  • უცხო ენის ცოდნა (სავალდებულოა).

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Mshenebeli020@gmail.comან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 571419050და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე.