ძვირფასი ლითონებისა და ბრილიანტის ექსპერტ-შემფასებელი

თბილისი სრული განაკვეთი ელთ ბილდინგი
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 1100 +ბონუსი
საბანკო: ექსპერტ-შემფასებელი (ძვირფასი ლითონები)
საფინანსო ორგანიზაცია “ელთ კომპანი“  აცხადებს ვაკანსიას ,,ძვირფასი ლითონებისა  (ოქროს, ვერცხლის) და  ბრილიანტის  ექსპერტ-შემფასებლის“ თანამდებობაზე. 
საფინასო ორგანიზაცია "ელთ კომპანი" უკვე 15 წელია რაც არსებობს. ჩვენი ძირითადი სფერო არის სალომბარდე საქმიანობა, რომელსაც წარმატებით ახორციელებს ორგანიზაციის 150–ზე მეტი თანამშრომელი კომპანიის 20 სერვისცენტრში და ეს მონაცემები ყოველდღიურად იზრდება. 
„ელთ კომპანი“  ორიენტირებულია იმაზე რომ წვლილი  შეიტანოს ჩვენი ქვეყნის სწორი  ფულად–საკრედიტო  პოლიტიკის ჩამოყალიბებაში,  საშუალო ბიზნესის განვითარებაში,  მთავარ მიზნად კი კომპანია ისახავს თითოეული მოქალაქისათვის სანდო და საიმედო პარტნიორობის გაწევას.
სამუშაოს გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ და დასვენების 2 დღე)
ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: 800 ლარიდან 1100 ლარამდე+კვარტალური ბონუსი

 ჩვენი შემოთავაზებაა:
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მხარდაჭერა;
  • წახალისების სისტემა

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა  ოქროსა და ძვირფასი ლითონების  შეფასების  ცოდნა და სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
 
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
  • ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
  • შემოსავლისა და გასავლის საბუთების ფორმირება;
  • ოქროს,  ბრილიანტის შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება, ვალუტის კონვერტაციები.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
  • თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
  • დაკვირვებული და პასუხისმგებლიანი;
  • დისციპლინირებული და პუნქტუალური;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV  ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ექსპერტ-შემფასებელი, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება სალომბარდე საქმიანობის სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!

წარმატებებს გისურვებთ!