მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი გასტრონომი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
GASTRONOME GROUP-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.

ვებგვერდზე: https://gastronome.ge/  
 
GASTRONOME -ის  გუნდში ვეძებთ თანამშრომელს მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • გასტრონომის ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელთან ერთად, ყველა სახის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება, შესრულების მონიტორინგი
  • მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება, თითოეული ობიექტისთვის პროექტების დაგეგმვა და შემდეგ მათი იმპლემენტაცია
  • ბრენდების ცნობადობის გაზრდის მიზნით, ინოვაციური პროექტების შემუშავება და იმპლემენტაცია
  • წლიური მედიაგეგმის და მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენა/დამტკიცება და შემდგომში შესრულების მონიტორინგი
  • რეპორტინგის პროცესის შემუშავება და ყოველთვიური შესრულება, დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად მისი ანალიზი
  • მომხმარებლებთან პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნება, ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირება
  • მარკეტინგული მასალების დიზაინერთან ერთად შემუშავება და სტამბებთან კომუნიკაცია

 მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით 
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით PP პრეზენტაციების მომზადება)

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 მაისამდე,  შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge     სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ „ შპს სილქ გასტრონომი „ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!