იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან მანგანეზი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
იურიდიული: იურისტი
შპს ჯორჯიან მანგანეზის იურიდიული დეპარტამენტის გუნდი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი
სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:00 სთ)

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მხარდაჭერა (მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი ნასყიდობის ურთიერთობები, საიჯარო ურთიერთობები, მომსახურება და ა.შ.);
  • კომპანიის საქმიანობისთვის აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება ან/და მათი სამართლებრივი ანალიზი (მათ შორის კომპანიის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები, კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტები, შემოსული ან გამავალი კორესპონდენცია და ა.შ.);
  • კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
  • კომპანიის წარმომადგენლობა საჯარო და კერძო დაწესებულებებში;
  • შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი ანალიზი და აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
  • კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება:უმაღლესი იურიდიული განათლება

ენები: 
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (რუსულ და ინგლისურ ენებზე არსებულ სამართლებრივ დოკუმენტებთან მუშაობა, ზეპირი კომუნიკაცია, წერა, დრაფტინგი).

საოფისე პროგრამები: 
  • Microsoft Office

საკონკურსო პროცედურა:
  • პირველი ეტაპი - რეზიუმეების გადარჩევა;
  • მეორე ეტაპი - გასაუბრება;
  • მესამე ეტაპი - სამართლებრივი ცოდნის შემოწმება და თარგმანი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი პიროვნული თვისებები მოტივაციის, განვითარებაზე ორიენტირებულების და პასუხისმგებლობის გრძნობის ნაწილში; შესაბამისად, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge
გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:  „იურისტი“