შეფი

თბილისი სრული განაკვეთი Ibis Tbilisi Ortachala
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.  
 
ჩვენი მიზანია: 
  • შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს; 
  • განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; 
  • ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.  
ამჟამად, 156 ნომრიანი Accor Group-ის სასტუმრო ibis Tbilisi Ortachala აცხადებს ვაკანსიას  შეფის პოზიციაზე. 
სასტუმროს გახსნის თარიღი - 2024 წლის სექტემბერი 
სასტუმროს ადგილმდებარეობა - თბილისი, გულუას 22 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სამზარეულოს საოპერაციო სტანდარტული პროცედურების, უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების შედგენა, დანერგვა, დაცვა; 
  • სამზარეულოს აღჭურვილობისა და ინვენტარის ინსტალაციაში მონაწილეობა და სამზარეულოს მზაობაში მოყვანა ობიექტის გახსნისთვის; 
  • სამზარეულოში არსებული დანადგარების, მოწყობილობებისა და გაყვანილობების გამართული მუშაობის კონტროლი და გაუმართაობის შემთხვევაში რეაგირება; 
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა, მომარაგება, პროდუქციის ხარისხისა და საწყობების აღწერაზე პასუხისპმგებლობა; 
  • მონაწილეობის მიღება რესტორნის კონცეფციის შექმნაში და საოპერაციო სტანდარტების დანერგვაში; 
  • მენიუს შედგენა, განახლება, რეგულარული დაგემოვნების ორგანიზება, ახალი რეცეპტების შემუშავება, კერძების თვითღირებულების კალკულაცია, მონაწილეობა სარეალიზაციო ფასის შემუშავებაში; 
  • სტუმრის მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით; 
  • დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევაში ჩართულობა, სწავლება და გადამზადება; 
  • თანამშრომლებისთვის ყოველკვირეული სამუშაო გრაფიკის შედგენა; 
  • დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულების, მოგება-ზარალის მონიტორინგი. 
 
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები: 
  • სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზეც; 
  • სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზეც; 
  • პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით; 
  • კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების ზოგადი სტანდარტების ცოდნა; 
  • ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების სტანდარტების ცოდნა; 
  • ინგლისური ენის ცოდნა სასურველია 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: შეფი. 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 31 მაისი. 
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.