ფინანსური ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური ანალიტიკოსი
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.  
 
ჩვენი მიზანია: 
შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს; 
განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; 
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.  

ამჟამად ჩვენ ვეძებთ ფინანსურ ანალიტიკოსს და გთავაზობთ კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს. 
 
ფინანსური ანალიტიკოსის ფუნქცია მოვალეობები: 
  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და ფინანსური რესურსების გამოყენების ეფექტურობის ანალიზი;  
  • Ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა; 
  • კომპანიის ანალიტიკისა და ფინანსური/ბიზნეს პარამეტრების კონტროლი; 
  • შიდა საოპერაციო და ფინანსური მონაცემების დამუშავება სხვადასხვა ანალიტიკურ ჭრილში; 
  • კომპანიის ბიზნეს ერთეულების ანგარიშგებების მომზადება და მომგებიანობის ანალიზი; 
  • მონაცემების სტატისტიკური და ეკონომეტრიკული დამუშავებისა და შესაბამისი ანალიტიკური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება; 
  • რეკომენდაციების მომზადება ხარჯების ოპტიმიზაციის თაობაზე; 
  • ახალი პროექტის დაგეგმვისას ფინანსური პროგნოზირება. 
  • ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსური მიმართულებით 
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე 
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel 
  • ინგლისური - წერა/ზეპირი ძალიან კარგად. 

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება,მაშინ  გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება:  ფინანსური ანალიტიკოსი.  განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის  31 მაისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.