ფილიალის მენეჯერი

ფოთი სრული განაკვეთი G&A GROUP
მივლინება: არა
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას ფოთის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის მახასიათებლების და სადისტრიბუციო ქსელის ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
  • კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება;
  • ახალი ობიექტების მოძიება;
  • ბაზრის კვლევა და ანალიზი;
  • შეკვეთების აღება, პროდუქციის რეალიზაცია და თანხის დროულად ამოღება;
  • პრომო ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
  • ბიზნეს გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  • საჭიროებისამებრ შესაბამისი კადრების მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში. გაყინულ ხორცპროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დამატებითი მოთხოვნები:
  • საკუთარი ავტომობილი;
  • უძრავი ქონების უზრუნველყოფა.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ან დაგვიკავშირდით: +995 595 39 99 93

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.