ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას სარემონტო სამუშაოების / Fit-Out ზედამხედველის პოზიციაზე.სამუშაო ადგილი: ბათუმიძირითადი მოვალეობები:- Fit‐Out სამუშაოების დეტალური გეგმა გრაფიკის შემუშავება და მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა პროექტის ვადებთან და ეტაპებთან;
- საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა,ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
- სამუშაოების მიმდინარეობისას ხარისხის, ვადების და სტანდარტების რეგულარული ინსპექტირების ჩატარება;
- უსაფრთხოების რეგულაციების და პროტოკოლების მონიტორინგი;
- Fit‐Out სამუშაოების გამოწვევები და მათი აღმოფხვრის გზები და მეთოდები;
- პროექტის წარმატებით განსახორციელებლად პროექტში ჩართულ სხვადასხვა მხარეებთან კოორდინაცია;
- შესრულებული სამუშაოების აზომვითი ნახაზების As‐Built მომზადების მონიტორინგი;
- ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების წარმოება;
- პროექტის მიმდინარეობის დროს რისკების დროული იდენტიფიცირება და მათი მიტიგაციისთვის გეგმის შემუშავება;
- შესასრულებელ სამუშაოზე რეკომენდაციების გაცემა, რომელიც შესაბამისობაში იქნება პროექტის მოთხოვნებთან, რეგულაციებთან და საერთაშორისო აღიარებულ პრაქტიკებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- სამშენებლო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება ( ეკონომიური და/ან სამშენებლო -საიჟინრო კუთხით);
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office+ ArchiCAD/AutoCAD).
უნარ-ჩვევები:- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- ინიციატურობა;
- დეტალებზე ორიენტირებული.
სამუშაო პირობები:სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად.ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2024 წლის 23 მაისამდე.სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ კონსთრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსთრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.გისურვებთ წარმატებებს!