სოციალური მედია მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი გასტრონომი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.
ვებგვერდზე: https://gastronome.ge/ Facebook: https://www.facebook.com/gastronomegroupgeo Instagram: https://www.instagram.com/gastronome_georgia/

GASTRONOME -ის  გუნდში ვეძებთ თანამშრომელს სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა 
  • სოციალური არხების კონტენტ კალენდრის მომზადება 
  • სოციალური არხების კონტენტის შექმნა (Copywriting) და განთავსება 
  • სოციალურ ქსელში მომხმარებლებთან კომუნიკაცია 
 
გუნდში ვეძებთ სოც. მენდია მენეჯერს, რომელსაც აქვს: 
  • სამუშაო გამოცდილება იგივე პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი 
  • ქართული ენის მართლწერის წესების ცოდნა 
  • სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა 
  • Ads. Manager საბაზისო დონეზე ცოდნა 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 მაისამდე,  შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს „სილქ გასტრონომი“) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე და სხვა მოწოდებული ინფორმაცია) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. 
 
გისურვებთ წარმატებას!