ჰოსტესი

თბილისი სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმღები (Front Office)
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. ,,კახური ტრადიციული მეღვიინეობა“ აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • სასურველია მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ფუნქცია–მოვალეობები:
  • სტუმრებთან ღიმილიანი მისალმება; 
  • რესტორნის მაგიდებზე ჯავშნების მიღება და განთავსება, დაშვებული სტუმრების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინება;
  • ითვალისწინებს დაშვებული სტუმრების შეზღუდულ რაოდენობას;
  • თავისუფალი მაგიდის არ არსებობის შემთხვევაში, მომლოდინე სტუმრის მონაცემების ჩანიშვნა და უკუკავშირი მაგიდის გათავისუფლებისთანავე, სატელეფონო ჯავშნების მიღება და ჩანიშვნა.
  • მაგიდასთან დასხდომისთანავე სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება;
  • სტუმრების მომსახურება მაქსიმალური სტანდარტების დაცვით; 
  • გაწეული მომსახურების შემდეგ სტუმრების აზრის გამოკითხვა და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინება;

პიროვნული მახასიათებლები და უნარები: 
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 22 მაისი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,ჰოსტესი“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. ,, კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!