1C ERP ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი ტექნო ჰაუსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: 1C სპეციალისტი
კომპანია ,,ბეკო,, საქართველოს ბაზარზე 25 წელია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98  სავაჭრო წერტილს აერთიანებს  .
კომპანიას გამოარჩევს : კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურეობის მაღალი დონე , ინავაციური ტექნიკა , პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია- ცვლილება უკეთესობისკენ ! 

ბეკო აცხადებს ვაკანსიას  პოზიციაზე 1C ERP ადმინისტრატორის  პოზიციაზე
სამუშაო ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი 
სამუშაო განაკვეთი : სრული 
ანაზღაურება : გამოცდილების მიხედვით 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების (ფინანსების) მიმართულებით  ;  
  • პროგრამა 1C ERP-ში მუშაობის გამოცდილება ; 
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ;
  • საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა.
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა( Power Point, Internet, Ms. Office )
  • Excel ის და  1C ERP  მაღალ დონეზე ცოდნა  ;

ძირითადი მოვალეობები : 
  • უცხოელ პარტნიორებთან ეფექტური მოლაპარაკების  წარმოება ; 
  • 1C ERP პროგრამის  დანერგვის  პროცესების მართვა , კომპანიის   საჭიროებების განსაზღვრა და მისი უზრუნველყოფა  პროგრამის  ფუნქციური გამართულობისა და  რეპორტინგის წარმოების  კუთხით;
  • კონკურენტ ბრენდების პროდუქციის ფასებისა და მომსახურეობის ანალიზი;   
  • გაყიდვების  გეგმების შემუშავებაში ჩართულობა , თვიური რეალიზაციების და ხარჯების შეფასება და   რეპორტინგი ; 
  • არსებული მარაგების ბრუნვადობის  ანალიზი  და კონტროლი; 
  • პროდუქციის შეკვეთებთან დაკავშირებული  ინფორმაციების  დამუშავება და შესაბამის დეპარტამენტისთვის მიწოდება ;
  • უშუალო ხელმძღვანელისთვის წინასწარ განსაზღვრულ  ვადებში   სხვადასხვა სახის რეპორტებისა და ანგარიშების მომზადება/ წარდგენა კომპეტენციის ფარგლებში;  

აუცილებელი უნარები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ; 
  • ანალიტიკური აზროვნება ;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა ;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი ; 

 გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@technoshop.ge და ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით თქვენს მონაცემებს.