მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
დამატებით:
- შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა;
- ინდივიდუალური განვითარების გეგმა;
- ყოველთვიური საწვავის ლიმიტი;
- სამედიცინო დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი;
- კომპანია ანაზღაურებს თანამშრომლის სიარულს სპორტულ დარბაზში.
ძირითადი მოვალეობები:
- საოფისე ადმინისტრაციული საკითხების კოორდინირება
- საკანცელარიო-სამეურნეო ნივთების მარაგების და ხარჯების კონტროლი
- ERP სისტემაში ელექტრონული განაცხადის მომზადება განხორციელებული ადმინისტრაციული შესყიდვების უზრუნველსაყოფად და კონტრაქტების რეგისტრაციისთვისად
- კომპანიის ჭრილში დაგეგმილი სამივლინებო ვიზიტების და საქმიანი ვიზიტით ჩამოსული სტუმრების (ქვეყნის შიდა/გარე) ორგანიზების უზრუნველყოფა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
- ოფისში მოსული სტუმრების გამასპინძლება, საჭირობის შემთხვევაში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
- თანამშრომელთა მოსვლა/წასვლის ყოველთვიური რეპორტის, ტაბელის და განრიგის წარმოება
- ახალი თანამშრომლების დოკუმენტაციის ადმინისტრირება
- კანდიდატებთან კომუნიკაცია და გასაუბრების ჩანიშვნა/ორგანიზება
- საოფისე საჭიროებების ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ოფის-მენეჯერის ან/და ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება
- ინგლისური ენის ფლობა (C1)
- MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაცია
- გუნდური მუშაობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- ორგანიზებულობა
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: vacancyibh@ibh.ge