მიმტანი

მცხეთა სრული განაკვეთი შატო მუხრანი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
სს „შატო მუხრანი“ აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე 
სამუშაო ადგილი:  სოფელი მუხრანი 
განაკვეთი: სრული, 5 სამუშაო დღე კვირაში, 40 საათიანი გრაფიკი 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სტუმრისგან შეკვეთის მიღება და მომსახურება; 
  • შატო მუხრანის ღონისძიებების მომსახურება 
  • ღვინის დეგუსტაციების წარმართვა 
  • დამკვეთთან კომუნიკაცია, 
  • მენიუს ზედმიწევნით ცოდნა; 
 
საჭირო უნარები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება 
  • ქართული და ინგლისური ენების კარგი  ცოდნა 
 
რას გთავაზობთ შატო მუხრანი? 
  • ღვინის შესახებ ტრეინინგებს 
  • ტრანსპორტირებას 
  • უფასო კვებას 
  • სამედიცინო დაზღვევას 
  • ყოველწლიურ ბონუსებს 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მიმსამართზე  recruitment@mukhrani.com არაუგვიანეს 2024 წლის 31 მაისისა. გთხოვთ საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება (მიმტანი). 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.  
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.  
წარმატებას გისურვებთ!