რესეფშენისტი

ბათუმი სრული განაკვეთი Ramada Plaza by Wyndham Batumi
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმღები (Front Office)
სასტუმრო ‘’Ramada Plaza by Wyndham Batumi’’ აცხადებს ვაკანსიას რესეფშენისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B1 მინიმუმ, სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • OPERA პროგრამის ცოდნა სავალდებულოა;
  • პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
  • თავაზიანი, კომუნიკაბელური და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე ორიენტირებული;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;

სამსახურეობრივი მოვალეობები:
  • სასტუმრო მომსახურების სფეროს საფუძვლიანი ცოდნა და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება;
  • სასტუმროში არსებულ მომსახურებებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
  • სტუმრების სასტუმროში რეგისტრაცია / გაცილება, ინვოისების მომზადება და გადახდების წარმოება;
  • შემოსულ ზარებზე და მეილებზე პასუხის გაცემა;
  • სხვა მოვალეობების შესრულება პოზიციის ფარგლებში;

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ramadaplazabatumi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
სასტუმრო ‘’Ramada Plaza by Wyndham Batumi’’ გისურვებთ წარმატებებს!