სასტუმრო "გურელი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს რეცეფციონისტის პოზიციაზე.
პირობები:
- 24-საათიანი გრაფიკი 3 დღეში ერთხელ.
- სასტუმრო დასაქმებულებს უზრუნველყოფს კვებით.
- ანაზღაურება ჯამში 800-დან 1000 ლარამდე + ბონუსი შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესაბამისად.
მოვალეობები:
- სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება-განთავსება, გასტუმრება.
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება.
- სასტუმროს ჯავშნების მიღება და კომპიუტერულ პროგრამაში შეყვანა.
- სასტუმროს ინვოისების და სხვა საბუთების მომზადება.
- სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.
პროფესიული და პიროვნული მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ასევე, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (Booking.com-ზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (საბაზისო ექსელის ცოდნა სავალდებულოა).
- ინგლისური, ქართული და რუსული (საბაზისო) ენის ცოდნა, დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად.
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.