ბარმენი

თბილისი სრული განაკვეთი წისქვილი ჯგუფი
მივლინება: არა ხელფასი: 1400
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარმენი
„წისქვილი ჯგუფი“  ტრადიციული ქართული გემოების,  ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო,  თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს.  კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფი“-ის გუნდში გვაქვს ბარმენის ვაკანტური პოზიცია. 

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: 8 საათიანი ცვლები 
ანაზღაურება: 1400 ლარიდან

ბენეფიტები:
  • კვება; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ტრანსპორტირება თბილისამდე (საღამოს ცვლა).

ძირითადი მოვალეობები:
  • ბარის პროდუქტის მარაგების კონტროლი;
  • ბარის მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა; 
  • მიღებული შეკვეთის მომზადება;
  • ბარის სალაროს მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია ბარმენის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების, საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

აუცილებელია კანდიდატი იყოს:
  • თავაზიანი;
  • ორგანიზებული;
  • სხარტი;
  • ახალ გარემოში მარტივად ორიენტირების უნარით;
  • ყურადღებიანი;
  • პასუხისმგებლიანი. 

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“  პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ  რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 591 25 22 20. 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გისურვებთ წარმატებებს!