ბარისტა

თბილისი სრული განაკვეთი არტ ჰაუსი
ხელფასი: 900
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარისტა

"არტ ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას თანამდებობაზე.

"არტ ჰაუსი" - ეს არის თავშეყრის ადგილი შემოქმედებითი და გასტრონომიული სიამოვნებისთვის, რომელიც აერთიანებს მუზეუმს, სხვადასხვა სახის კვების ობიექტებს და გამაჯანსაღებელ ცენტრს.

მიმტანის მოვალეობები:

  • აიღოს შეკვეთა სტანდარტების დაცვის მიხედვით. ჩაიწეროს, პროგრამაში შეიყვანოს და სამზარეულოს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია შეკვეთის შესახებ;
  • მოემსახუროს საკვებითა და სასმელით მაგიდას და მიაწოდოს დღის კერძზე ან სასმელზე ინფორმაცია;
  • მოამზადოს მთლიანი და სრული ანგარიში სტუმრის წარსადგენად;
  • სტუმრის წასვლის შემდეგ გაასუფთაოს მაგიდა და გაამზადოს ის სტანდარტების შესაბამისად;
  • დარწმუნდეს რომ ტერიტორია (რესტორანი) არის მომარაგებული ყველა საჭირო პროდუქტით და თუ ეს ასე არ არის, მაშინ საქმის კურსში ჩააყენოს ზემდგომი პირი;
  • სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს ზემდგომი პირი; ზედმიწევნით კარგად იცოდეს მენიუ(ბარის და კერძების), შემავალი ინგრედიენტები და მომზადების მეთოდები.


მოთხოვნები:

  • სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
  • სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მიმტანის პოზიციაზე;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე.

ანაზღაურება: 900 ლარი

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: HR@thearthouse.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!